↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დარიალისა ვიწრო კლდეებში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
დარიალისა ვიწრო კლდეებშითერგი მრისხანე, მახსოვს, ცრემლს ღვრიდა!მეც უნუგეშო და ძლიერ ხმებშიფიქრი უსაზღვრო კაეშანს მგვრიდა.სევდიანი და შუქმონავარდეცის უდაბნოში სცურავდა მთვარე,ბევრი ვიტირე, ბევრი ვიდარდე,ბევრი მწუხარე ცრემლი დავღვარე.ვეთხოვებოდი სამშობლო მხარეს,ღრმა ძილში შთანთქმულს, მაგრამ უზრუნველს,შორს დავეძებდი მყუდრო სამარეს,უცხოეთისკენ მე ვიშვერდი ხელს.„ - მძულხარ, მონობავ!“ - ვამბობდი და ხმებსცელქი ნიავი სათუთად ჰკრებდა,„მძულხარო“ - ასე უთვლიდა ზვირთებს,„მძულხარო“ - თერგი იმეორებდა.სევდიანი და შუქმონავარდეცის უდაბნოში სცურავდა მთვარე,ბევრი ვიტირე, ბევრი ვიდარდე,ბევრი მწუხარე ცრემლი დავღვარე!
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი