↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დანგრეული ტაძარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
„ვერღა აღმიგოს სიყვარულმა კვალად...“ნ. ბარათაშვილი
წმიდათა წმიდას ვინ შეახო ხელი გრძნეული?ვინ შეარყია საფუძველი დიადის მცნების?წმიდა ტაძარი, აწ მოხრილი და დანგრეული,მუნცა ნაშთია წარსულთა დღეთ ტკბილის ოცნების.გარნა ვინ მიხვდეს, სად გაფრინდა ლოცვა მფარველი,როს იხრწნებოდა ულმობელად მის შემნახველი..ციდგან ქვეყნიურ გულისთქმასა ცით თუ იწოდებს,ან მაღალს მთასა ობლად მდგარი მოსთქვამს, თუ გოდებს.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი