↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაუმეგობრდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
დაუმეგობრდა თვით ბუნებას ადამიანი,მას ქვეყანაზე უყვარს თარეში,რათა სასჯელი მიაყენოს სხვას შხამიანისიხარულში და სიმწუხარეში.
იგი ყველაფერს უპასუხებს შურისძიებით,რისთვის აქვს კიდევ რაღაც იმედი?ბუნების ძალთა ტლანქი რისხვა ძველი ციების,რაზედაც დღესაც სწუხს არქიმედი.
ხან სიცხისაგან თან აყვება მის სხეულს გმინვა,გავარვარება, ცხელი ანთება.ხან კი ძვალრბილში გაუჯდება ქარი და ყინვა.დგას ხან სიცხადე, ხან მოლანდება.
მას ყველა სდევნის გაჩენიდან სიკვდილის დღემდე,და მხოლოდ აფთარს მშიერს და წყეულსგაეხარდება, უეცარი სიკვდილის შემდეგროცა დახედავს მის გამხდარ სხეულს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი