↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიწისკენ ასე რომ მიილტვით (მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე)

შელი პერსი ბიში

2012-08-121 წთ საკითხავი263 ნახვა

—
მიწისკენ ასე რომ მიილტვით, რას მოიძიებთშიგ, აგზნებულო ფიქრებო და ბასრო აზრებო,უქნარა ტვინმა რომ დაგბადათ, ვინც ბიწიერლივრეად ტანზე მიიტმასნა მთელი სამზეო;ო, გულო ჩემო, ჩქარო, წამით რომ არ იძინებდა ტყუილიც რომ გყოფნის ხოლმე აქ საარსებოდ?!და შენ, ამაოდ მცდელო სულო, ქვეყნის კიდილთგანსულ რომ ჰკითხულობ, სიდან მოხველ და სით მიდიხარ,შენ ერთმა უნდა უცნობადის ზღვა გადასერო!საით მიილტვით, რა ქარაფზე დაგიკიდიათმწვანე ბილიკი სიცოცხლისა? ან სადაურიხსნაა სიკვდილი შვებისა და ურვა-დარდისგან?გულო და აზრო, ცხოვრების წილ რა საზღაურიუნდა მოგაგონ, რა სკნელები უნდა გადისხნან?

შელი პერსი ბიში: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი