↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ხელს ნუ შეახებ ჭრელ საბურველს (მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე)

შელი პერსი ბიში

2012-08-121 წთ საკითხავი266 ნახვა

—
ხელს ნუ შეახებ ჭრელ საბურველს, რასაც უგნურნიცხოვრებად ხმობენ-ზედ ნაჭდევი ხატი მრავალითუმცა სიცხადედ მიგვითვლია როგორც უკუნისწიაღ ნათელი და შეგნების ჩვენის სამანი,მის ქვეშ სასო და შიში სუფევს პირმოქუფრულინაპრალის თავზე მქრქალ ლანდებად გარდამავალი.მე ერთს ვიცნობდი, ვინც ასწია ეს საბურველი -მის მტკივან გულზე სიყვარულის იდო ყადაღა-და ვერრა ჰპოვა, დაშთა უგი და უკურნელიდა არცრა იყო ამ უსიერ ბინდის გადარმამისი საკადრი. - რა არ შეხვდა, რა არ გადახდა:ბნელში მზედ ჩანდა, ნეხვსა შიგან ჰყვა ნელსურნელი,ჭეშმარიტებას ეძიებდა დაუსრულებლივდა ვეღარც იმას მიაკვლია ვითარ ქადაგმა.

შელი პერსი ბიში: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი