პოეზია · ლირიკა
გელა დაიაურის სადარდელი
ჰო, ჩემო ზეზვავ!დაიცალა ჩვენი არხოტი,მთიელი თუ ხარ,ვაჟკაცურად მთაში წამოდი...ჰო, ჩემო სულხან,დღეს სჭირდება ხახმატს პატრონი,კაცური კაცი,მტყუან-მართლის მისხლით ამწონი.ჰო, ჩემო ბერდო,მიმხედავი სჭირდება მუცოს,კაი დამხვდურისტუმრად მოსულ ნაცნობს და უცნობს.ჩვენ კი თბილისშიაქაობის დავკარგეთ გემო,ბარისახოს დაჭანჭახოვნებს შორიდან ვჩემობთ.მოდით, მივხედოთჯერ არდაშლილ შატილს, ანანურს,ამ უგულობასნუ გავიხდით, ძმებო, სანანურს...თორემ შვილებიხვალ სიმშვიდეს არ შეგვარჩენენ,ჰეი, ხევსურნო,აქ ამოდით, საქმე მაჩვენეთ!