↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5419 ნახვა

—
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნიმშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,და ბაგენი მდუმარენიხვაშიადსა მიმალვიდენ!
მაგრამ, სულო, იგი ცრემლიარ სტიროდა ამ სოფელსა;სახე შენი მოწყენილიარა ჰგავდა ხორციელსა!
აწ მივხვდი მე, უბედური,თვალთა შენთა მეტყველებას:თურმე ცრემლი უცნაურიმოელოდა ჩემს ობლობას!
ახლაც, ოდეს ვნახავ სადმეცრემლსა თვალთა მშვენიერთა,გულამოსკვნით ვიგონებ მედღეთა ჩემთა ბედნიერთა!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი