↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საფლავი მეფის ირაკლისა

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2009-08-121 წთ საკითხავი5414 ნახვა

—
(კნიაზს მ... კ... ძეს ბარატაევს)
მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო,და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!
თაყვანსვცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!გახსოვს! სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრნი შენი,და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.
ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამიმოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო:მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სულიუდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.
და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!
აწ არღა ერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა;შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,აწ მოგვიგვრიან მრავლის მხრით ჩვენთა მოძმეთა!
მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი