↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რად ჰყვედრი კაცსა…

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5424 ნახვა

—
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელებისდა, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერებადა უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი