↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოფორტი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19210 ნახვა

—
არღნის თოვლებში გზა-ჯვარედინი.მზე - დასიებულ მთავარანგელოზს.ჯდება გუმბათზე ჯალალ-ედ-დინი.ბრინჯაოს ჯირითს ამსხვრევს ანჯელო.
ნატისუსალში ამთქნარებს ვატმანს.ვაგზლის გეიშა ფარნებს ამძიმებს.და სარაცინი აწივლებს ფატმანს.ქერა ლოთები ჰსცლიან ბარძიმებს.
ათოვლებული ტორეადორიხელსარკიანი დადის გოტიე.სჭამს სურავანდი და თიადორაჩამპალ ბუზებში ტაძარს გოტიურს.
ვერსალზე დარდი მე მილოდინებს.შუაღამისას მაცმევენ ნიღაბს.ვიღაც მიმზადებს გილიოტინებს.ჰკბენენ ძაღლები მომავალ იღბალს.
1919
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი