პოეზია · ლირიკა
ოქროს წვიმა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
როცა წვიმა აპრილისატყეებს აზანზარებს,როცა ცაზედ ცისარტყელამშვიდჯერ დაიკოკროს, ―მაგონდება: თავს ვუშვერდითპირქაფიან ღარებს,და გვჯეროდა: სქელ ქოჩრებზედაგვდიოდა ოქრო...ირმის ძუძუ შხაპუნებდა,მინდვრებს ესეოდა,ცისარტყელა ბრიალებდა,ვით ხოხობის ყელი,ჩვენ კი, ―ოქროს ხუჭუჭებისიზმრად გვეზრდებოდა...ხუჭუჭები, ხუჭუჭები,ოქროდ დასახვევი...ახლა აღარ ერეკებაიაგუნდებს წვიმა,არც ოქროთი იღებებაგაზაფხულზე თმები,ჩვენი სოფლის ორღობიდან,სადაც თოვს და ცივა,დავიფანტეთ, დავიქსაქსეთ,გასაყარი გზებით!― სად ხართ, ჩემო ცანგალებო,ცეროდენა ძმებო,წვიმამ პირი მოიქაფა,დუღს ღარები სავსე,გამოვცვივდეთ თავშიშველა,ისევ მივეგებოთ,ოქროს შხეფში გავსრიალდეთ,ოცნებათა ნავზე!მაგრამ კმარა,რაც ძველ წვიმამგულში იციმციმა...დღეს ჩაქუჩის ნაპერწკალშიმოდის ოქროს წვიმა!