↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქროს წვიმა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2009-09-131 წთ საკითხავი19203 ნახვა

—
როცა წვიმა აპრილისატყეებს აზანზარებს,როცა ცაზედ ცისარტყელამშვიდჯერ დაიკოკროს, -მაგონდება: თავს ვუშვერდითპირქაფიან ღარებს,და გვჯეროდა: სქელ ქოჩრებზედაგვდიოდა ოქრო...
ირმის ძუძუ შხაპუნებდა,მინდვრებს ესეოდა,ცისარტყელა ბრიალებდა,ვით ხოხობის ყელი,ჩვენ კი -ოქროს ხუჭუჭებისიზმრად გვეზრდებოდა...ხუჭუჭები, ხუჭუჭები,ოქროდ დასახვევი...
ახლა აღარ ერეკებაიაგუნდებს წვიმა,არც ოქროთი იღებებაგაზაფხულზე თმები,ჩვენი სოფლის ორღობიდან,სადაც თოვს და ცივა,დავიფანტეთ, დავიქსაქსეთ,გასაყარი გზებით!
- სად ხართ, ჩემო ცანგალებო,ცეროდენა ძმებო,წვიმამ პირი მოიქაფა,დუღს ღარები სავსე,გამოვცვივდით თავშიშველა,ისევ მივეგებოთ,ოქროს შხეფში გავსრიალდეთ,ოცნებათა ნავზე!
1926
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი