↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძალა, რომელიც მწვანე პატრუქით ანთებს ყვავილებს (მთარგმნელი: თამარ ერისთავი)

ტომასი დილან

2012-08-121 წთ საკითხავი393 ნახვა

—
ძალა, რომელიც მწვანე პატრუქით ანთებს ყვავილებს,ანთებს ჩემი ბალღობის წლებსაც; და რომელიც ხის ფესვებს ახმობს,არის ჩემი დამამხობელიც.ენა არ მერჩის, ვუთხრა ტოტებგადაგრეხილ ვარდებს -მეც იმავ ზამთრის სუსხით რომ მაქვს სიყრმე დამზრალი,ძალა, რომელიც ორწოხებში წყალს მიაქანებს,მიაქანებს ჩემს წითელ სისხლსაც; და რომელიც აშრობს მდინარეს.მე სისხლს მიმდოვრებს.ენა არ მერჩის, ვამცნო ჩემსავ სისხლსა და ძარღვებს,რომ მთის წყაროსაც იგივ ხარბი პირი ამოხვრეპს.ხელი, რომელიც მორევებში წყალს ატრიალებს,საფლობ ქვიშის წიაღსაც ურევს; და ის ხელი, ქარს რომ აურვებს.ჩემს იალქანს გეზს აცვლევინებს.ენა არ მერჩის ვუთხრა ასულს სახრჩობელაზე, -ის სახრჩობელა ჩემი ძვლებით რომ წამომართეს.დროის ტუჩები ზედ წყაროსთვალს ეწაფებიან;სიყვარული წვეთავს ბალღამით, თავს იმწიფებს დაცოდვის სისხლით იამებს წყლულებს.ენა არ მერჩის, ქარს ვაუწყო, ამინდით დიდგულს, -თვით ზეცის თაღსაც რომ აბრუნებს დრო ვარსკლავებს.ენა არ მერჩის ჩავჩურჩულო საყვარლის საფლავს, -იგივე მატლი ჩემს ზეწარსაც რომ უტრიალებს.

ტომასი დილან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი