პოეზია · ლირიკა
ესმის ციხე–კოშკის ყურებს (მთარგმნელი: თამარ ერისთავი)
ესმის ციხე-კოშკის ყურებს -ორი ხელი კარს რომ უღრენს,სახურავის თვალი ხედავს -თითები რომ ბოქლომს ჩხრეკენ.რა ვქნა, გავხსნა ურდული თუასე მარტო სიკვდილამდეუცხო თვალის უნახავიამ თეთრ სახლში გამოვემწყვდე?ჰო, რა მოგაქვთ, რა ხელებო, -ყურძენი თუ საწამლავი?
ეს კუნძული, მოზღუდულიხორცის ზღვით და ძვლის ნაპირით,ხმას ვერ აწვდენს გაღმა მხარესდა მთა-გორებს თვალს ვერ აწვდენს.ჩიტის რა ვთქვა, როცა წლობითმფრინავ თევზის კამარც კიარ დაურღვევს სიმყუდროვეს.
ამ კუნძულის ყურებს ესმის -ქარი ჩნდება, როგორც ცეცხლი,ამ კუნძულის თვალი ხედავს -ჩაუშვიათ გემებს ღუზა ყურეს იქით;გავეშურო გემებისკენ,შევურიო ქარი თმაში,თუ სულ ასე მედგრად ვიდგე სიკვდილამდედა მეზღვაურს არასოდეს ვუთხრა, - მოდი!ჰა, რა მოგაქვთ, რა, გემებო -ყურძენი თუ საწამლავი?
კარებს უღრენს ორი ხელი,აწვიმს ქვიშაც, შიფერს აწვიმს,ჩაუშვიათ გემებს ღუზა ყურეს იქით;შემოვუშვა სახლში უცხოდა მეზღვაურს ვუთხრა, - მოდი!თუ სულ ასე მედგრად ვიდგე სიკვდილამდე?ჰა, რა მოგაქვთ უცხო კაცის ხელებო დაუცხო გემის ტრიუმებო, -ყურძენი თუ საწამლავი?