↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელმა ქაღალდზე ხელმოწერით (მთარგმნელი: თამარ ერისთავი)

ტომასი დილან

2012-08-121 წთ საკითხავი395 ნახვა

—
ხელმა ქაღალდზე ხელმოწერით ქალაქი დასცა,ხუთმა მეუფე თითმა ბაჟი დაადო სუნთქვას,გაანახევრა ქვეყანაზე სიცოცხლე კაცთა,მეფეს სიკვდილი მიუსაჯა ამ მეფემ ხუთმა.
ურყევი ხელი დაქანებულ ბეჭიდან მოდის,და თითის სახსრებს ვალი ბოჭავს, გადასახდელი,ბატის ფრთით ბოლო მოეღება მკვლელობას, რომლისმეოხებითაც გაუქმდება ყველა სარჩელი.
ხელმა ტრაქტატზე ხელმოწერით დათესა ზაფრა,ქვეყნად იმძლავრა შიმშილმა და მოვიდა მკალი,დიდია ხელი, კაცთა სვე-ბედს რომელიც მართავსძნელგასარკვევად მოწერილი სახელის ძალით.
ეს ხუთი მეფე გვამებს ითვლის და წყლულზე მიმხმარსისხლს არად აგდებს, სიბრალულით არ უთრთის ძარღვი,ხელი განაგებს ღვთის წყალობას და ცათა რისხვას,ცრემლი არა აქვს, რომ დაღვაროს, და ამად არ ღირს.

ტომასი დილან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი