↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოდეს ართობს მტერს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ოდეს ართობს მტერსცდა ხალხის ღონის,სისხლი, ბორკილიდა საპყრობილე -ურყეველად დგასშენი პროფილი,ბრწყინვალე სახევკავკასიონის!
იმ მტაცებელთარიგი სხვადასხვააქ მოეხეტადა სცდიდა ღონეს,ხომ განადგურდამისი თავდასხმა -შენით, არმიავკავკასიონის!
ვინ გაუბედაგზა მეწამულისაყვარელ მთებისმშვენიერ ჩარჩოს?ბერია! კლდეთ სდგასშენი მამული!კავკასიონისშუბლს გაუმარჯოს!
სანაპიროზემედგარი მღერით,გადმოედინატალღა ძლიერი.სვლა იყო მწყობრი,ვით ფხიზელ გუშაგს,წითელი დროშამიჰქონდა მუშას.
იმ საამურიდა სანეტაროდროშის ფრიალი,ნათლის ფრიალი,იმ სიმღერებშიშრომის სამყაროსთავდადებისაიყო გრიალი.
აღტაცების ხმაგაისმა ხალხში,როდესაც მის წინ,ვით უეცარისვეტი, დროშებში,თოფ-იარაღშიდა ყვავილებშიგამოჩნდა ჯარი.
და ამნაირ გზასმზიური ჩრდილითმეორეგვარი -სხვა შეეწყობა.სიმღერა ისმისმეტის ქუხილით,შეერთებულიწინ მიდის წყობა.
რას ნიშნავდა ეს -თუ ამას არა:ცხრაას ჩვიდმეტითაღმოხდა მნათი,ოდეს ჰქუხდა ხმა:„თქვენი მაზარაიგივეა, რაცჩვენი ხალათი“.
თქვენი მაზარა,ჩვენი ხალათიეს ისაა, რომერთნი ვართ, ძმებო!ჩვენს განშორებასცდილობს ჯალათი,მაგრამ ის სცდება,სასტიკად სცდება!
და უმალ მაღლაისროდა ქუდებს,გლეხი და მუშა,ხალხი და ჯარი:ძირს ფაშისტები!მუსრი იუდებს,ძირს დამპყრობელთაგზა საზიზღარი!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი