↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწვანე აკვანი

გელაძე ლევან

2005-07-121 წთ საკითხავი2129 ნახვა

—
ჩემს მამულში ხეც კაცივით ხარობს,უცხო მხარეს მზევ ნუ დაახანებ,უნანავეთ, ჭოროხო და მტკვარო,საქართველო აკვანია მწვანე.
სიამაყით მხრებს იწევენ მთანი,შევარდენი ფრთებით ღრუბელს ფლითავს.წყარო მღერის: ნანი, ნანა, ნანი,საქართველო აკვანია გმირთა.
ბულბულები უგალობენ ნაზად,საუნჯეა მიწის ყველა ადლი,შენს კალთაზე მსურს მეც ავხმიანდესაქართველოვ, შენი ძუძუს მადლით.
ყაყაჩოთა ხანძარია ველზე,მთვარემ ვეღარ მოაშორა თვალი,მთა ალაღებს ოქროსრქიან ვერძებს,იალაღზე შვლებს მირეკავს დალი.
შავ ზღვასავით ღელავს სავსე ყანა,უცხო მხარეს მზევ ნუ დაახანებ,ამ სიტურფეს ნახავ სადმე განა?საქართველო აკვანია მწვანე.

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი