↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ დაჰგმობ

გელაძე ლევან

2019-11-161 წთ საკითხავი1723 ნახვა

—
გიკვირს, უცნაური რად ვართ პოეტები,რად გვჩვევია მუდამ თავისთავთან დავა,გულებს ხანძარივით როგორ მოვედებით,ცოდვები ამდენი მხრებით როგორ დაგვაქვს.
გეტყვი, არ გიგრძნია, რა არის ძიება,რაა სიმარტოვე, რაა მოლოდინი...ხან ცხოვრება მოჩანს ლურჯთვალა იებად,ხან რაღაც სურვილი გაწვება ლოდივით.
ხან გინდა, ვით ბალღი, ცხენჯოხას მოახტედა გადაივიწყო, ვინ იყავ, ვინა ხარ,ხან ფიქრობ, ოდესმე სასწაულს მოახდენდა ლტოლვას ღრმად გულში ინახავ, ინახავ...
და ასე უეცრად დასტვებ ამ სოფელსდა იმ გულს შერჩები, ცეცხლად რომ მოედე,ლექსები ცხოვრებას სიცოცხლით ავსებენდა, კარგო, უბრალოდ ნუ დაჰგმობ პოეტყებს.

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი