↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემს ცხოვრებაში შენ შემოხვედი

გელაძე ლევან

2019-11-161 წთ საკითხავი1718 ნახვა

—
ჩემს ცხოვრებაში შენ შემოხვედი,როგორც აპრილი ქარბუქის შემდეგ,შენ ამაცდინე მაცდური ხვედრი,დამიძახე და უფსკრულთან შევდექ.
დამიძახე და შევიგრძენ გულით,შევიგრძენ სითბო დარიან დღეთა,მას შემდეგ იმ ხმას სათუთად ვუვლი,მას შემდეგ ზეცას სხვა თვალით ვხედავ.
მას შემდეგ გზა და ფიქრი გვაქვს ერთი,მიგვაქვს ხალისით მძიმე ჭაპანი,ვით მდინარენი ერთმანეთს ვერთვითდა მივაგორებთ ლოდებს ჩქაფანით.
დრო და გზის სიგრძე ვერ გაგვაწამებს,ავსწიეთ მაღლა სახლი და ჭერი,რა დამავიწყებს იმ დღეს, იმ წამებს,როცა შენ ჩემში შემოიჭერი.

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი