პოეზია · ლირიკა
ნაცნობი
არაფრის თავი არ ჰქონდა,უყვარდა მხოლოდ ბანქო დაყველგან, ყოველთვის გაჰქონდათავი, რომელიც არ ჰქონდა.ისე მიიჭრა მიზანთან,როგორც მრისხანე დრაკონთან,ბუზს არასოდეს ისვამდათავზე, რომელიც არ ჰქონდა.მუდამ ამაყად ეჭირა -გამოსულს სადალაქოდან -და მამულს ბევრჯერ შესწირათავი, რომელიც არ ჰქონდა.ბოლოს დაღვინდა მაჭარი,ბოლოს უმღერეს ოდა,ბოლოს საქვეყნოდ მოეჭრათავი, რომელიც ჰქონდა.