↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შურიანი კაცის ამბავი

ახვლედიანი ერლომ

2003-10-121 წთ საკითხავი921 ნახვა

—
კაცი იყო შურიანი, ყველასი და ყველაფრის შურდა. შინ იყო და შური აღრჩობდა, შინიდან გავიდოდა და შური თვალებს უბნელებდა და გზა-კვალს უბნევდა.ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა...დიდი შურით იყო შეპყრობილი შურიანი კაცი...ერთხელ გადაწყვიტა შურზე შური ეძია:ჯერ თევზისა შურდა და ცურვა ისწავლა.ფრინველისა შურდა და ფრენა ისწავლა.ძაღლის ერთგულებისა შეშურდა და ძაღლივით ერთგული გახდა.ცხვრის თვინიერებისა შეშურდა და ცხვარივით თვინიერი გახდა.ბოლოს ხისა შეშურდა, ერთ ადგილას რომ იდგა, და რომ მას მაგრილობელი ჩრდილი ჰქონდა და რომ მას ნაყოფი ჰქონდა და რომ მისი ფოთლები შრიალებდნენ და რომ ტოტებზე ფრინველები ისვენებდნენ და ბუდეებს იშენებდნენ.და შინიდან გავიდა შურიანი კაცი, ბევრი იარა, მრავალი მწვანეშეფოთლილი კორდი გადაიარა და ბოლოს მოანხა მწირი, ხრიოკი ადგილი, ერთიც მოხედა თავის განვლილ გზას და დადგა. დადგა და მიწაში ფესვები გაიდგა, მერე მარადმწვანე ფოთლებით შეიმოსა, ხოლო ნაყოფად ზეთისხილი მოისხა.ახლაც იქ დგას შურისაგან დამცხრალი შურიანი კაცი. დგას და შრიალებს.
ახვლედიანი ერლომ

ახვლედიანი ერლომ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი