↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე მამულში

გელაძე ლევან

2019-11-161 წთ საკითხავი1721 ნახვა

—
მზეო, მზეო, ცოტა ხანი დაიცადე,ჩემს ალალ გულს ფიანდაზად გადაგიშლი,გადახედე სასახლეებს, აწვდილს ცამდე,სულ ანათე ჩემს მამულში, ვინ დაგიშლის!
მზეო, მზეო, ღამითაც კი ჩვენთან დარჩი,ხეივნებში აქ მარტოკა ვახშმობს მთვარე,მეფურ ქორწილს გადაგიხდი ასეთ დარში,დუღს მაჭარი, რთველი ახლა დავამთავრე.
მზეო, მზეო, შენ გიხმობდა თვითონ მეფეც,შენ გეძებდა ღამის მეხრეც გათოშილი,მაგრამ მაინც დღე და ღამე ნათელს მე მფენ,ჩემს მამულში გაქვს სხივები გადმოშლილი.
მზეო, მზეო, რა გაჩქარებს ასეთ დარში,გადახედე სასახლეებს აწვდილს ცამდე,დაიცადე, აქ ანათე, ჩემთან დარჩი,ჩემს მამულში დაიცადე!

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი