პოეზია · ლირიკა
ლადო ასათიანს
ერთ დილით ნახე, რომ მიწა ყაყაჩოს ცეცხლით იწვოდა,ალმოდებული ატამი ნაპერწკლებს შენსკენ ისროდა,ნიავს მოჰქონდა წკრიალი ერეკლეს გორდა ხმალისადა მოგეჩვენა საწოლი სისხლდატბორებულ კრწანისად.წამოიმართე და სცადე ხმალივით ლექსის მოქნევა,მტერს ვერ უწია,_ სტრიქონიატირდა ვაი, მოკლე ვარ.ატირდა შენი მანანა,ის ტანხატულა,ლურჯთვალა,ატირდა ზეცაც და თითქოს სიკვდილსაც ფერი ეცვალა,მაგრამ გამძაფრდა ხანძარი,დაგფერფლა როგორც აბედი,ამ ქვეყნად ლექსად მოხვედიდა გაზაფხულად წახვედი.