↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაწვას გადარჩენილი ოდები

კეკელიძე გიორგი

2026-07-186 წთ საკითხავი2934 ნახვა

—
სარჩევი 6
  1. ალ
  2. ბალადა ჩემზე და შენზე
  3. არჩევანი
  4. დედაშენი
  5. ბავშვებო იპოვეთ თორმეტი განსხვავება
  6. ღამე
2000-2003
ეს ოდები იმდენად ძველია, რომ მევე ვწვავდიდა იმდენად ძველი, რომ მევე გადავარჩინეამბივალენტ ლესელიძეწარწერა გრავიურაზე
როცა ქალის გამო სამართებლით თავის მოკვლა დააპიროთ
სხვა სიმშვიდისთვის –ნინა სიმონის – Brown Babyან დიუკ ელინგტონის – Creole Rhapsody
ვაი, რომ სხვა ქარებმაც ღამე შემოაღესდა ბნელ ოთახებში დაეხეტებიან,ჩააქრეს მთვარედა ჩააქრეს ვარსკვლავებიდა ბნელ ოთახებში დაეხეტებიან. . .სიზმრებს ჭრილობაში ბალახივით ვიფენ –ტკივილი არა,სიკვდილი მიდის,სიკვდილი მიდის,ტკივილი იმატებს. . .ჩააქრეს მთვარედა ჩააქრეს ვარსკვლავებიდა ბნელ ოთახებში დაეხეტებიან. . .როცა მეღვიძება,როცა გვეღვიძება,ლურჯია წითელზე გაბმული ბაგირი. . .ძარღვის ბაგირიდან დამფრთხალი კლოუნივით მიყურებსსიცოცხლე.. .
მთრთოლავ ბაგირიდან დამფრთხალი კლოუნივით მიყურებსსიცოცხლე.. .შენ ხარ ქარი, უცაბედად ამოვარდნილი

ალ

..წყალას წამოყეო ალ,წყალას ჩამოყეო ჩემამდი,წყალას გამოყეო ცალ -დამექცა, რაც შინით მებადა,ბადედ ვისროლეო თვალ -წყალთავთან დაგხვდები მებადედ...…ჩქარა ჩამოყეო ალ,ღვთის ირემს მომიხვდა ხმალ,სისხლი დაეფინა კვალ,დამწყევლის ბოროტი დალ,კუბოს შემიკერენ ხვალ,მზეა დღეინდელი ხვალამდი,ალ, წყალას წამოყეო ალ,წყალთავთან დაგხვდები მალ,სიკვდილ წინ სიცოცხლემალანდე!

ბალადა ჩემზე და შენზე

ჩვენ, რა თქმა უნდა,აღარ ვითვლით განშორების მერენდელ წამებს...ალბათ მალე ეს წამები მთელ წელიწადს გადაივლიან.ვხედავთ ორივე:რომ ღამეებს აღარ ვაკლივართ,ღამეებმა მარტოც გვიპოვეს...მარტონიც გვიცნესდა სხვებს დავეძებთ,რომ ცოტა ხნით გადავიმალოთ...ვხედავთ ორივე:სულის კედლებზე მივიწყების ხავსი ამოგვდისდა განგებისად აღარ ვუვლით ძვირფასო, კედლებს...მხოლოდ ადგილებს ვუვლით ხოლმე, ადრე ერთად რომ გაგვივლია,ისიც გვერდს ვუვლით -მალე ეს გზებიც მგონი აღარ მოგვაგონდება...ეგებ მას მერე თქვენ სიყრუე ინატრეთ ზოგჯერ,ეგებ ბევრჯერაცან არცერთხელ;და გვახსოვს მიანც;რომ მე მინდოდა მომეპარა ღიმილი თქვენთვის,ფეხი დამიცდა,გაიგონეთდაგადამალეთ...

არჩევანი

როცა ვერძი შობს კუროს,ფოთლებს უკვე ჭეშმარიტადდაეტყობათ შენი თვალებისფერი...შენი თვალების ფერი __ ფერი ტყიდან უცაბედადგამოსული ქარის სამოსის..და მით უფრო ვერ შეგიპყრობ კარგო...ასეთია პოეტების სვე__ იფრინონ ქარებზე წუთით ნელა...ყოველთვის...…

დედაშენი

მე რომ მამაშენი ვიყო,დედას შენსას...გაზაფხულის ტყესთან ტრფიალშივამხელდი,გამო შენი თვალების ფერის…მე რომ მამაშენი ვიყო,ვიფიქრებდი __ ცამეტი წლის წინ, მაცდურიმზე მიუდგა დედაშენსდა მზისგან მუცლიდან გიღო __ ცეცხლზე ცხელია შენიჟღალი თმები...მე რომ მამაშენი ვიყო,ეჭვი იქნებოდა ჩემი ჩრდილი,უბედურება ერქმეოდა იმ მიწას,რომელსაც ეს ჩრდილი ეცემა...მე მამაშენი არ ვარ,მე ვარ პოეტიდაუსაზღვროდ ბედნიერი,რომ დედამიწას მოღალატექალებიშემორჩნენ...
რატომ კვდებიან პოეტები
(ციკლიდან “ნიუანსური პოეზია”)
თქვენ მიყრდნობილხართახლახან შეღებილ ფანჯარას,გაცვიათ თეთრი,მყინვარის სულზეუფრო თეთრიხალათი,და მაღლა იყურებით...ო, თუ ეს არ გსურთ;ყვავილოვან მდელოზე ზიხართდა ისე შესცქერით ცას...ცა არის ლურჯი,ცაზე უთუოდ შეამჩნევთმთვარეს...მერე მიხვდებითან სულაც იგრძნობთ,რომ უკვე დაიღალეთ,იმდენად ნაცნობიგახდა სამყაროს მუზეუმშიოდესღაც დაკიდული ეს სურათი,დღეს ხომ მეათასედ გიწევთმისი გადმოწერა...მაშინ დახუჭეთ თვალები,ღრმად დახუჭეთდა როცა გაახელთ--თქვენ ისევ შესცქერით ცას,ცა არის ლურჯი,ცაზე უთუოდშეამჩნევთდედამიწას...

ბავშვებო იპოვეთ თორმეტი განსხვავება

შენ დედოფალი არ გერქმეოდა,შენ ალბათ მისი მხევალი იქნებოდი- უფალი გვირგვინსამყოფინებს დედოფლებს,შენ ლამაზი ხარ . . .მე მეჭურჭლე არ მერქმეოდამე ალბათ თიხის მძერწი ვიქნებოდი -- უფალი ლარებს ამყოფინებსუხუცესთ,მე პოეტი ვარ . . .შენ გეყოლებოდა ქმარი,შენ ქმარი გეყვარებოდა,მე - ჩრდილი და სიშორე . . .მე არ დავწერდი ლექსებს შენზე,შევძლებდი კი,მაგრამ არ დავწერდი -- არცროს მქონია დაქცეულ მელანზე ეჭვი . . .შენ გეყოლებოდა ქმარი,შენ ქმარი გეყვარებოდადათუ მე დამინახავდი,თუ მე შემიყვარებდი,თუკი ქმარს გაეყრებოდი ჩემთვის -- მოვპარავდი მეზობელს ჯორს,სხვის ოცნებას _ ბერის ჩოხასდაგავიქცეოდიიერუსალიმს . . .
წარღვნა ანუ ეროტიული ეპისტოლე
ჩუენთან არს ღმერთი,სცანით წარმართა და. . .”დიდი სერობის ჰიმნი
მძინარე ხარდაშენი თვალის უმკრთალეს ბზარებს,შენს წამწამებს შევეპარები. . .მზიანი სიზმრის იმედი მაქვს –ჩემი ლაბადა ჩემი ქოხის სხვენზე აგდია...და შენი ქოხის სხვენზე ცოტა თივაა ალბათდა მერე გვიან განრისხდება მოწყალე ღმერთი,იძრება მიწა,გაიპობა თხელი ბზარებიდაცოდვებისთვის მოგვესჯება ლამაზი დილა.

ღამე

თქვენ წადით სოკოზედა ისე გვიან დაბრუნდითქალბატონო,რომ ამაოდ მეძახით ახლა__ ეს კარავი ვერ დაგვიტევსსამს...
ოცდამეერთე ლოცვა
(ცილკლიდან - ,,ნა_რუ_ალი”)
სადღაც სევდისგან დასავლეთით ალბათ მზე დაკლეს.ვთქვათ-საღამოა.მე კი ახლა გამომეღვიძადა სიზმრის მტვრისგან ვისუფთავებ თვალის ნაპრალებს.უზარმაზარი ღამე მესიზმრა –რაც იმ ღამის გადაღმა დამრჩა,იქიდან მხოლოდ მოწითალო ყელსაბამი მაქვსდა ოდნავ მტკივადა თქვენ ყველა ოდნავ მიღიმითდა სუყველა ერთმანეთს გავხართ,ყველა მაჩვენებთ ნამსჭვალევ ხელს,გაპობილ ფერდებსდა მთებიდან ჯვრებს ღიმილით მოეზიდებით.აქ არვინაა ავაზაკი,არვინ მეზვრედა არვინ მრუში,არვინ ბილწიდა დედები აღარ შობენ მიწათმოქმედებსდა მკვდარი შურის ნაფერფლარზე შესაწირად მხოლოდ ვერძის რქები კიდია.სადღაც სევდისგან დასავლეთით მზის სისხლი დაშრადა მსურს დავტოვო დედამიწა –ჩემი უცხო დედის საშვილო –მაგრამ მოხუცი მეაქლემე ვერცხლს მთხოვს სანაცვლოდ,მე კი ღარიბმა დავიძინედა ახლა ვნანობდა ახლა თქვენ გთხოვთ –დამიბრუნეთ ოცდაათივე!
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი