↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა და შვილები

კეკელიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2938 ნახვა

—
(ნაწყვეტი პოემიდან)ნა–გუს
დედას ვუყვარვართ შვილები,დედა არ გვიყვარს შვილებსა,მიტომაც წუთისოფელი,სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

მ.ხელაშვილი

მძიმე დღე მქონდა დოლაბივით მობმული ფეხზე,ღამის ტბებამდე ვითრიედა ერთად ჩავეშვით
*ღამის ფსკერი ჩემი თვალის თვალუწვდენ ფსკერს გავს –მრუმეა და ოდნავ მღვირე..თბილ მარჯნებად მებლანდება მკვდარი სიზმრები
*და სხვა მზის ბადე ამომეგო,განთიადია –ღამის ფერდამფრთხალ ზედაპირზე ვტივტივებ.ვტირი
*ზის, ცოლის ჩრდილის უცნაური ჰამაკი არწევს..რომელმან შევქმენ სახე მისი და ტანი მისი,რომ ქმრად მყოლოდა და უდროოდ გვეცხოვრა ტყეში,მან მიმატოვა და დის ჩრდილში ირჩია წოლა –ახლა ზის,ცოლის თმებზე თხელი ჰამაკი არწევს –ხელ–ფეხი ენით მოვითალე,მუცლით მივხოხავ – ხავსი მეხვევადა ცრუ ფერად მედება ხავსი
*ვაშლის ხე ვნახე,მოვეხვიე – ხილი ვიხილე,ხილი ვიხილედა უცხო ხმით მოვუხმე შვილებს
( დედა – ღმერთი. აქ: ლილიტიპირველი შვილი – ადამიმეორე შვილი – ევა )
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი