↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰალა ლიმზირ, ბუკოლიკი

კეკელიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2934 ნახვა

—
რიგი სიტყვისა ციტირებულია სვანთა ,,ალის შელოცვიდან”რიგი სიტყვისა გ.კეკელიძის ,,ალის შელოცვიდან”
მარტო ძმა იყო სოფელი,როცა ორღობეში შევეპარე,ზამთრის ზარმაც ღამისას შევეპარე,მინდოდა მისი სახლეული მენახა . .სახლის თვალებში მისი ცოლი დავინახე,მაგრამ ცოლის თვალებში სახლი დავინახედა ვერ ვიფიქრე მისი ცდუნება.მაინც დამედევნა სოფელი,გამოყვა კვალსა ნავალსა,გამოყვა კვალსა ნავალსა,მალე დამეწია სოფელიდა თქვა სოფელმა:ამოვჭრა ყური სევდისა,ამოვჭრა თვალი დარდისა,გავთოკო და მარად ვიყმო._ ნუ სოფელო ბედნიერო,ნუ ამჭრი ყურსა სევდისა,ნუ ამჭრი თვალსა დარდისა,უნებლიედ მოსული ვარ,უნებლიედ გაზრდილი ვარ,სწრაფად მოსული ვარ,სწრაფად წავალ. . .და მითხრა სოფელმა _მითხარი შენი წამალი!_ ჩემი წამალი:ელანი, მელანი,ელანი, მელანი,თუ სადმე შენი ყივილი ისმოდეს,არ მოვიდე,წმიდაო გიორგი,დასწერე ჯვარი შენი!
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი