↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰაფეზ ორლულელის ცრუ აგონია

კეკელიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2938 ნახვა

—
(ნაწყვეტი პოემიდან)
ვხვდები ძაღლი ვარ, ჩემი კუდის ჩრდილის ქიცინზე,ქარი გულს ურევს მაძღარ ამინდს და სადაცაა,მოვა პირველი და ბინძური თოვლის ნაცარიდა მე ძაღლი ვარ და მოვლილი ბეწვი მიცინის.ბლაგვი მზე ღამის ნაღვენთარებს ზანტად ფხეკს რადგან,ზამთრის სიზმრების ნარჩენები ვეღარ აგავეს,მე კი კოჭლი ვარ და მოკლე ფეხს ჰაერზე ვადგამდა ნახევარი ღმერთი მაინც მგონია თავი.ენა გამიშრა სიტყვებისგან, ყმუილში ვაწებ,დამიგეს ჩალა, ლოგინი და სხვა ფიანდაზიც,ხოლო სამყარო ჩემზე მალე ბერდება აწი,ბაზრის დამპალი თუთუნივით ღეჭავს ანდაზებსდა აღარ უკვირს, რომძაღლი ვარ,ვკოჭლობდავკვდები.
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი