პოეზია · ლირიკა
ტრაგედია
პიესა სხვისი, ვნებები,ყოფა, მკვლელობა _ სხვისი,მაგრამ საოპერო მუსიკის ფონში ვმონაწილეობ,კედელზე გაკრული შპალერივით,პირველი ბგერები მე მხვდება,რიკოშეტით პერსონაჟებს ურტყამს...შეიძლება, რომელიმე ტკბილმა მომღერალმამკვლელობისკენ გიბიძგოს?ე.ი. ფიჭას რომ ღეჭავდა კბილების ხვრელებიც კითაფლით გევსება,სისხლის სიმლაშე აუცილებელიასრულყოფილების მისაღწევად?მე რომ შპალერი ვარდა შენ თავს მირტყამ სიმაგრეზე,ხოლო ნახატების წალკოტშიმოკლული სეირნობს, ესეც მუსიკაა...აიღე რომელიმე ტკბილი მომღერალი,გაამრავლე სინდისის ქენჯნაზედა პართენონს მიიღებ,ჟარგონზე მოლაპარაკე ტრაგედიას.გაგიგიათ ჯინსის სოფოკლე?მაგრამ ეს ყელში გაჩრილი სვეტები!თავში ჩაშენებული ქოროები!ახლიდან აგაგებენ,სულ ხორბლისფერ გოგო-ბიჭებსაგიკრავენ კედლებზე შპალერად,დანაყილი შუშის კათარზისებსდაგადევნებენ, თეთრი ძაღლებივით...