↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტირაჟირება

სტურუა ლია

2001-07-121 წთ საკითხავი18606 ნახვა

—
ზღვას რევმატიზმი მივაწერე –ბუზების ფრენა სახსრებში,მთებს ფანჯარა ჩავუკეტე,მათი პორტრეტები რუკაზეარავითარ მოულოდნელობასაღარ გამოაგდებენ:არც თავის ხერგიანებს მოკლავენ,არც ჩემს მეგობარ სიგიჟეს,მაინც რომ დამტოვა,როცა ბალახის შეჩერებას ვცდილობდისალათისფერი ხასხასის დონეზე,(ღრმა მწვანე მტკივნეულია)უტკივილოდ ვაპირებ ცხოვრებას?ფანჯრების სტადიაში გადასვლას,საიდანაც ადამიანები არ ჩანან,მხოლოდ, თეთრი, კბილებიანი დღეის რომ თვალებიდან ამომდის,თავიდან – მისი ტირაჟი.ამის შეგეშინდა, უნიჭო გამრავლების?რამდენჯერ დაამტკიცოს თავისი დედნობა?რამდენჯერ შეიწვასხელის გულზე ერბოკვერცხი,ბავშვის თვალებით?კი დაეწეოდი, მაგრამ ამხელა ტირაჟს?

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი