პოეზია · ლირიკა
სხვა რა გითხრა?
ჩავიდოდი ჰადესშიცალ ხელში _ ქნარით, მეორეში _ რევმატიზმით,თანახმა ვარ,ყველაზე ცოცხალი, რაც გამაჩნია, _სიტყვები, _ გამიქვავდესთაბაშირის დილასავით,სამხატვრო კომბინატი რომ გიგზავნის,ბრინჯაოში ვერ ჩამოასხეს,პენსია 38 ლარია,ცხენიც დაუმთავრებელია,ქართული გრამატიკა, ზმნის ხელმძღვანელობით,დაზეპირებული,კი, ვნებითი გვარის ზმნასყვავილებიან საფლავში ჩავაწვენდი,მერე რა ვქნა?ბრინჯაოს და ქარხნის ცეცხლსვინ მომცემს, რომ გაზაფხულიცხენის ფეხებზე შევაყენო,შეგახედო, როგორი ბრიალაა,როგორ აბრეშუმის ქოლგებივითშლის ხეებს მოსახვევში...რატომ იმტვრევიდაუმთავრებელ ცხენთან ერთად,რომ არ მოაკლდეს სასაფლაოსთაბაშირის დილები?მინუსიან თვალებთანისე ახლოს მიგიტან, თითქოსლოცვას ვკითხულობ...ელენე ორკესტრს ხატავს,შენსკენ კისერმოღრეცილს,საყვირებიდან თაფლი მოწვეთავს,ტკბილ მუსიკას გჩუქნის,პირდაპირი გაგებით...