↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დუმილის იყო ჩემი გზა

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8596 ნახვა

—
დუმილის იყო ჩემი გზა და ჩემი წარსული,და მერე, როცა დადუმების ზეცამ გადიღო,სიამისაგან ნასვამმა და ლუდით ნასვამმა,მე, პოეზია ამოსუნთქვით წელში გავტეხედა ერთიორჯერ კამათელიც გამისროლია,ასე დამთავრდა ჩემი გზა თუ პრეისტორია.
ეხლა ცოცხალი სიკვდილისკენ მივეჩქარები,ფინეთში მოსჩანს და მგონია ვერვინ მიმასწრებს,მიმაქანებენ ასფალტები და მანქარებიდა მიჰკივიან სიკვდილისკენ, საიქიოსკენ
სწორი მაქვს ალღო და სიკვდილის წამი მეშნიშნა,ამ ათობიდან მე, პირველი მივალ ფინიშთან.
1961
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი