↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დიდი მეფე იყავ

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8599 ნახვა

—
დიდი მეფე იყავ, დემეტრე მეფე,რომელმაც დაწერე „შენ ხარ ვენახი“.ნეტავი ეს ჰანგები სად ამოკრიფე,რომ აღარ ასვენებს მღვდელს და მენახირეს.
ნეტავ ვინ მიგაჩნდა დიდებულს ვენახად,ვენახი სად არი, სად ნახე უფალი!ჰანგებით დასხმული ვენახი შენა ხარ,შენა ხარ ვენახი უფალზე უფრორე.
შენ ბევრად შემდგარი მონასტერს ბარდები,შენ ბევრად შემდგარი საკანში ბერდები,და შენ გელანდება ვარდების ბარდები,ვედრებით ბერდები, ბერდები ვედრებით.
გარეთ გელოდება მთელი საქართველო,მუხლზე დაცემულა, ღაღადებს: მობრძანდითდა კაცი, რომელიც ღმერთებთან ათევდიდა მათი მარადჟამს იყავი მმოსავი,დასტოვებ მინასტერს, საყვარელ ერისთვის,მეფობას გაუწევ მთავრებს და ერისთვებს.
1963
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი