↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ

ორბელიანი გრიგოლ

2012-09-121 წთ საკითხავი2967 ნახვა

—
სიხარულო, შვებავ, ლხინო,ახლისა აკვნის გუშაგნო!მზევ, შინ შემოდიო!თქვენ, სულსა აღნაგსა ახლად,დაჰფრინვეთ თვალ მოულულად!მზევ, შინ შემოდიო!მე მისსა მშობელ ვენერასდაუმღერ ტკბილსა ”მზე შინას”!მზევ, შინ შემოდიო!გიმღერ, გალხენ, — განისვენო,ჩემო მაკრატლის გვირგვინო!მზევ, შინ შემოდიო!ეჭვი ვის აქვს, მამა ვინც არს?ჩემს ნაკერსა ვსცნობ ფრიად შორს!მზევ, შინ შემოდიო!ნუ გწყინს, ვარდო, ყვავილთ მეფევ,რომ ზოგჯერ იასაც ვსუნავ,მზევ, შინ შემოდიო!რა ვქნა, გულს ვერ ვეტყვი უარს.ვარდიც მიყვარს, იაც მიყვარს!მზევ, შინ შემოდიო!მარამ რაყიფთ ვმზერ შენთან როსმწვენ, გულს მისმენ ცეცხლის უთოს,მზევ, შინ შემოდიო!შენ სანთელი, მე ფარვანა!დაე დაიწოს ბეჟანა!მზევ, შინ შემოდიო!სიყვარულმა მათქმევინა,თვარა მე ვინ, — ლექსი ვინა?მზევ, შინ შემოდიო!
1834 წ.

ორბელიანი გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი