↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21096 ნახვა

—
მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,ქართლისა წყლულთა მოზარე,მშვიდობა, სულო ძლიერო,თავის სამშობლოს მოყვარე!..დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელთვალზე ცრემლები მომგვარე...არ დაივიწყა სამშობლომშენი მის ბედზე ტირილი,მედგარი სულის კვეთება,შავბედობაზედ ჩივილი,დაუშრეტელი ნაღველი,წყრომა და გულის ტკივილი.მადლი შენს თანამოძმეთა, -მიწა გახილეს მშობელი,შენი სატრფო და სადარდო,გულს ლახვარ-დამასობელი.შენი მერანი კვლავაც რბის,მისი ნავალიც შთენილა,უმადლოდ არ დაკარგულა,თუ ოდეს ცრემლი დენილა.მიიღე ჩემი სალამიც,გამოგზავნილი მთიდამა,“ჩვენი არაგვიც” მუხლს გიყრის,გადმომქუხარე კლდიდამა;თვის “ატეხილი ჭალები”ცრემლით ატირა ცხარითა,სმენად გადიქცნენ ისინიც,გრგვინვა რო ესმათ ბარითა,ქედებმა თავი იდრიკეს,ფიქრით მოიცვნენ მწარითა,ამწვანებულნი მწვანედა,განათებულნი მთვარითა.
1893 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი