პოეზია · ლირიკა
სონეტი 98 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით,როცა აპრილის ფერად კაბებს სიო არხევდა,როცა სიცოცხლის ყმაწვილური შემოძალებითზეცამ სატურნიც ეშმაკურად ჩამოახედა.როცა ზაფხულის მობრძანების ხმებიც გაისმა,როცა ბულბულსაც მოენატრა ვარდთან გალობა,მე ზღაპარივით გაფრენილმა ტურფა მაისმაშენთან შეხვედრის ერთი წამიც არ მიწყალობა.ახლა შევყურებ შემოდგომის დღეთა თენებას,ყველა სიკეთემ ჩამიქროლა ახლა ქარივითდა რომ ვიხსენებ შენს უსაზღვროდ მდიდრულ მშვენებასწუთისოფელიც მეჩვენება მათხოვარივით.ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით...მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით.