პოეზია · ლირიკა
მძიმე ტვირთი
შემოდგომის ჟამის ტრფობა,ნაღვლიანი, არსახარი,გულში მალვით შევინახე,პირველივით ჩავიკარი,პირველივით ავიტაცე,პირველივით ვალიცლიცე,პირველივით გავაღმერთე,პირველივით დავიფიცე.როს დავრწმუნდი ბოლოც არის,ბოლოსავით დავიტირე,ბოლოსავით გავაცილე,ღრმა წყვდიადში ჩავიძირე...შემოდგომის ჟამის ტრფობაპირველ ტრფობას შევადარე,უკანასკნელს გავუტოლე,მძიმე ტვირთად დავატარებ.