პოეზია · ლირიკა
Spiritus
მგონი აქ ხარ...შენს სიახლოვეს ვგრძნობდა მიკვირს,სიტყვებში როგორ შემოხვედი...
სად ხარ, არ ვიცი,შორიახლოს თუ ისევ გულში?! -
მე სულით გხედავ...
უთქმელადაც ვსაუბრობთ ხოლმე _ჩრდილების ენითდა ნაბიჯების ექოების მონაცვლეობით _ჰაერის ჩქამით და ჰორიზონტით,იოტასავით რომ ინასკვებადა მხოლოდ გულში გავლებულ სიტყვით.....
წარმოსახვა სარეველაა,ყაყაჩოსავით ლამაზია, მაგრამ ფუჭია.ჩამქრალ ოთახში უმიზეზოდ ირწევა ფარდა,და მოჩურჩულე სანთლის ალიშენი ტუჩია.
22. 11. 2010 წ.