პოეზია · ლირიკა
აკრძალული ფიქრი
ვიცი, გულში ისეთი ტკივილია,მხოლოდ შენ რომ მოგერევა.სახეზე ფერმკრთალი ღიმილიადა ღამენათევი თვალები უარს ამბობენ, სიმართლე გაამხილონ,მიყურებ,იღიმი,თვალები კი სევდისფერი ფერით სავსე ამოუცნობ განტოლებას მთავაზობენ.მე - შენ,შენ - მე,და ორივენი სიჩუმეს ვირჩევთ,რადგან ჯობია უხმოდ ილაპარაკონ, სადღაც შორეულ ერთ წერტილშიგადატეხილმა ფიქრებმა,რომლებიც ისეთივე ახლობელია და თან შორეული,როგორც ჩვენი საკუთარი თავი,რომელსაც ვუცქერით ერთმანეთის სარკედ ქცეულ თვალებშიდა გვეშინია სიმართლის აღიარების.