პოეზია · ლირიკა
აკორდი
მე ვიცი ჩემთვის რას ნიშნავს ეზო,ალვა, ქუჩისკენ ჩრდილით რომ მიდის,შრიალ-შრიალით მიჰყვება სეზონსდა ფანჯრებს ავსებს ხან მზე, ხან ბინდი..
არის სარკმელი იმ ხსოვნის ჩარჩომოხუც დედ-მამის ინახავს სურათს,სადაც ობოლი ბავშვები ჩავრჩითმე, თემური და საწყალი ზურა!
იმ სავანეში ვბრუნდები კენტად,მოლის ხასხასი ფეხქვეშ რომ ეგოდა ის აკორდი, ხსოვნას რომ მტკენდა,ყოფილა გამქრალ სამოთხის ექო.
19. 1. 2015