↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარით გიყურებ

ბაძაღუა თამაზ

2012-09-121 წთ საკითხავი2702 ნახვა

—
ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივითგისმენ, ხეებით გესაუბრებიდა ნისლით ვცდილობ გაღიმებას,ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვაფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.გაზაფხული და შემოდგომაჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,მაგრამ ზამთარი ჩემი გულია,გული, რომელიც თეთრად სკდება.რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას.და თუკი მოგვისწრო თოვლმა. მე ვიტყვი,რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან,რადგანაც როცა ვამბობ ,,თოვლი"-მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს...
ბაძაღუა თამაზ

ბაძაღუა თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი