↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავი მამლის წელიწადი

ჭანტურია ტარიელ

2009-09-122 წთ საკითხავი20025 ნახვა

—
(ჭაღარა ლექსი)გივი გეგეჭკორსერთად ვიმტვრევდით სიმწრისგან თითებს,ერთად ვიჭერდით ყველაზე დიდ თევზს...ერთად გვისხამდნენ თასებში შხამებს,ერთად გვინგრევდნენ სამშბლოს ხიდებს...
რაც შენ ხარ - ის ვარ! რაც მე ვარ - ის ხარ,და ძმობა ჩვენი ეკლებისაც ისხამსვარდებთან ერთად! მაგრამ ცხოვრებაცრემლების გარდა ხომ წყალსაც გვისხამს...
მე მიყვარს შენი კაშკაშა ფრაზა,კარს სიკვდილისას რომლითაც რაზავ,და რომლის გამოც შენ პოეტებისუ-უ-უმაღლესს ეკუთვნი რასას!
წიგნო, ჩასმულო მომავლის ყდაში,შე მართლა ცხვარო, მე მართლა კრავო,შენ სამშობლოსგან გეკუთვნის ტაში,შენ ძმებისგან გეკუთვნის „ბრავო!“
იმქვეყნად ერთხელ უკვე ნამყოფო,მეტყვი: შენ ყველას ასე ამკობო,და არ მიიღებ ჩემს კომპლიმენტებს,ედემში ერთხელ უკვე ნამყოფო...
მოკვდაო! შენ თქვი: „დაუსვენია!“მოკლესო! მე ვთქვი: „დაუსვენია!“ვწუხვართ: პოეტი ახლაც, წინათაც,ყველგან, ყოველთვის - დაუცველია!
და მაინც! - უცებ: ფრთა გამოგვესხა!თითქოს დავითის ზარი მოგვესმა!ვთქვი: საქართველო! და ჩვენ გვისმინეს!და ჩვენ - ვითხოვეთ! და ჩვენ - მოგვეცა!
... გადაიფრინა გრუხუნით „მიგმა“ -წავიდა სადღაც - ღრუბლების მიღმა...მე გამეღვიძა გრუხუნის ხმაზედა ფიქრმა თავის საკანშ მიხმო...
ერთ სასაფლაოს შეგვრთავენ ალბათ,გვექნება ერთი გლერტა და ბალბა...უძინარები - ძილს მარადიულსდავეწაფებით, მე ვიცი, ხარბად...
(მას შენ - ექვსი თვით უმცროსი ბიჭი -დამარხავ! - დღემდე იტოვებს იმედს!ჭურჭელს თამამად შეუდგი ბეჭი! -ძმის კუბო ძმისთვის არ არის მძიმე...)
... უძილობის და ძილის წამალი -შავი, ლუსკუმა - ყივის მამალი,და უარესის ავ მოლლოდინშიდუმს ახალი წლის თეთრი ტრამალი...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი