↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20039 ნახვა

—
ზღვიდან ამოსულ საწვიმარ ღრუბელსგააფერადებს საღამო ტუშით,და ცისარტყელა, დამსკდარი ტუშთ,გაქრება სოფლის მთავარი ქუჩით...
და შემოდგომის ფეშხუმის შხეფით,კაკლების ბერტყვით,ძაღლების ყეფითვანდება ღამე... და „ირმის ნახტომს“საბნიდან უჩანს ქაფქაფა ფეფი...
და სადაც სუფსას შეერთვის შუთი,მეზობლის ზვართან ვყოვნდები წუთით:მიაქვს ბერიკაცს კვახების აცმადა ყრმობის სევდა - ათასი ფუთი.
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი