პოეზია · ლირიკა
ძახილი
I.რა გალეულს და ფერწსულს გხედავ,ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,ვაიმე, როცა საშოში მჭრიდნენ,რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.
არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,ნიავი ვარ და მგონია გშველი, _სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ _შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.მადლობა უფალს, რომ არ დაგღუპა,არ დამიობლა ძმები და დები.მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავსცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,მეც გამეხარა ამ სამზეოთი,მეც დამეძახა შენთვის `დედიკო~და მამას ყელზე შემოვხვეოდი.ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,როგორც პეპელა ყვავილში რგული,დაბადებამდე რამდენი მიკლდა,ითვლიდა ჩემი პაწია გული.ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.თურმე ტყუილად მომიხაროდა,შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...ახლა მოგტირით სხვა სამყაროდანარარაობის ჩრდილი და სევდა.
რად გააწბილე ღვთის იმედები,რატომ შეშალე და გაამრუდე,ანგელოსების და პლანეტებისკეთილი გათვლა და ვარაუდი?
II.ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ,რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,ვინ მოუაროს ვაზივით გამძლედიდების მსურველ პატარა მხარეს!ვინ მოუაროს შენს ზვრებს და ანბანს,შენს ხმებს, ჩუქურთმებს, იმედებს, სიზმრებს.მაგ ცოდვას რაღა მირონი განბანსდა მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!იმედო, რწმენავ _ სულ შემენახე,
სულ იარაგვე, სულ ირიონე,სულ იჯეჯილე, სულ ივენახე._კიდევ სად არის სხვა საქართველო?ყივის ლექსი და ციხის ქონგური._ მიწაში დედავ...და ვინ დათვალოსშვილი და ძირი, ჩემებრ მოკლული.
თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,''ვეფხისტყაოსანს'' თუ ვერ დავწერდით,მაინც ზედმეტი და მოსაკვეთიარ ვიქნებოდით შენთვის არცერთი...
შვილთა სიმრავლე დაგბედებოდესმტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,ჩხებით,აკვნებით და ბუდეებითამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..