პოეზია · ლირიკა
ძაღლი
თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.რა ერთგულებით მოგჩერებია,რა სიყვარულით და მოკრძალებით!
...იმ თვალებიდან არა ბრიყვული,არამედ რაღაც ბრძნულად გამგები,ადამიანი თუ არ გიყურებს,გიყურებს რაღაც არანაკლები,
ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებკუდის ქიცინის და ყეფის გარდა.
იქნებ ისინი სხეულგაცლილიადამიანთა სულები გახლავთ,რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,დაბადებულან ძაღლებად ახლა
და იმ უხსოვარ ღალატისათვისერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ,თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.
თურმე ძაღლებსაც ამედიდურებსდა უმახინჯებს ძაღლურ ბუნებასზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.
ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენდა როგორც წესი, მანქანით დაჰყავთისინიც ლირწი თვალებით სვამენცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს,
ცირკში ვარ...ძაღლი "ბისზე" გავიდადა ემანჭება სახე ობობად,მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან,ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.
ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს,უბრალო ძაღლი რად არ სჯობიასისხლით თუ არა, ბუნებით მაინც
ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,უფრო სადაა და სპარტანული,ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.
ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსსდა ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ:ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებსარსებობისთვის დაკბენილ თათებს.
ის მგელი იყო და მგლობა დათმოკაცთან მივიდა სამსახურისთვის,ადამინო, იყავი სათნოდა ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.
გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვაარ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმადა არც გალახო, ღვთის გულისათვის.
მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთდა ვხედავ, ძაღლი კუდაბურძგნულიძაღლივით გამხმარ ამ ლექსის ბწკარებსრა ბედნიერი მიაძუნძულებს....