↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში,გრგვინვა-ქუხილში, კვნესა-წუხილში,ფრთხილად მოისმის ბულბულის სტვენა,ნაზად, ნარნარად, ისე, ვით ძილში.ხანდახან მტვრიან ქალაქის ქუჩებს,სადაც ქვითინებს და კვნესის ყველა,როგორც ჩვენება გასაკვირველი,ფრთხილად აჰყვება თეთრი პეპელა.ასე, ნუგეშო, ჩემს მშფოთვარ ყოფნასშენ მოუვლინე სხივი პირველი,როგორც სიმღერა მოულოდნელი,როგორც პეპელა გასაკვირველი.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი