პოეზია · ლირიკა
ადგილის დედა
ისევ მოვედიდა მშვიდად ვწევარ შენს საგებელზე...ხედავ, ჩამოსხდნენჩემს თითებზე ღამის პეპლები,დამიდგი ტაბლა...დამიჯექი თავსასთუმალთან,დამანახე შენი თვალები.მე ყველაფერს,ყველა მუდარის,სიძულვილის თუ სიყვარულისყველა ბორკილს გამოვექეციდა მშვიდადვწევარ შენს საგებელზე...ხედავ, დავბრუნდი,ახლა სიკვდილი აღარ ვინაღვლო,მომეცი ხმალი მარჯვენაშიდა მარცხენაში მომეც სანთელი.სასთუმალთან ჩამომიჯექი.ხედავ, დავბრუნდი, ხედავ,ბოლოს მაინც დავბრუნდიდა შენთან ვკვდები...ხვალ, ჩემი ცხენი უნდა შეკაზმო,მოუქარგე,მოუქარგე ოღონდ ფაფარიაბრეშუმით და უნაგირზეგადაჰკარი მათრახის ტარი.დამიდგი ტაბლა,დამიჯექი თავსასთუმალთან...ხედავ, დავბრუნდიდა მშვიდად ვწევარ შენს საგებელზე...