პოეზია · ლირიკა
*** "შენ, ჩემო მამულის ცაო"
შენ, ჩემო მამულის ცაო,შენ მზეო, ჩემი დედულის,ვარ და ვიქნები კვლაცაო,სანამ შენ ჩუმად მეგულვი.ქარო, ვისავ და რისაო,შენ, ქარო, ჩემი ქედების,ჩემო და არა სხვისაო,გემორჩილები, გნებდები.კრთის ვარსკვლავები ცისანიამერისა და იმერის;ალგეთს – `ლეკვები მგლისანი,~სვანეთს `ლილეო~ გიმღერის.არ მეგულება შენდარიმზის, ვინმე სხვაგან მიმგნები.სერით სერებზე შემდგარი,ვიქნებით, სანამ იქნები!