↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცოტნე დადიანი

ნიშნიანიძე შოთა

2010-07-121 წთ საკითხავი24947 ნახვა

—
მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრულ მოთქმიდანისმის ცხენის ჩქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.
იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდანანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?
მთავრის ყაბალახიანი,ღამის ნაბდიანიმიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.
რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა...ვერ იქნება კოხტა გორა საქართველოს გოლგოთა!...–მაშ გაფრინდი, ბედაურო, გრძელფაფარა, კანჭწვრილო,ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი,–ახრამუნე ჰორიზონტი...გადახუხე მანძილი...ჩქარობს,ჩქარობს,ჩქარობსავსებული ურვით,ცოტნე დადიანი რაინდული გულით..................................................................ისევ ისმის თქარუნიდა ჭიხვინი რაშის,ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.მოჭენაობს,მოგელავსთოხარიკით...ჩორთით...ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვითისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმულიპატარა საქართველოს რაინდული გული...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი