↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე

ჭანტურია ტარიელ

2026-07-181 წთ საკითხავი20032 ნახვა

—
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.შენ უნდა უცხოდ მოსული ქარიგიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,გაიღოს უცებ სამოთხის კარი-მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:ბოლოს და ბოლოს , ერთი აქვს ბოლოლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდსიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!უხერხულია-შენ გერქვას ცოლი-შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი