პოეზია · ლირიკა
ლექსი ველური
ქარი-გრიგალი, ქარი-ვერანი,მზემ ოქროსფერად ზეცა გაფერა...სულში ჭიხვინებს ტატოს მერანი,მიხმობს მის მხედარს ცაში საფრენად.გული-დამფრთხალი შველივით მიცემს,მიმაფრენს ბედი, ო, ნეტავ საით?..ლექსი ველური კოსმიურ სივრცესმიაპობს, მიჰქრის რაკეტასავით.თითქოსდა ვისმენ ვარსკვლავთა შიშინსცა მთვარეს თავზე გვირგვინად მადგამსდა ფერფლადქცევის სულ არ მაქვს შიში,სული არ იწვის, არ იწვის რადგან!ღმრთის საუფლოში გრგვინვა-გრიალიჯილდოა უფრო, ვიდრე წამება:ვარ უკვდავების თანაზიარი,თავდებად მიდგას წმინდა სამება!..ტანჯული ქვეყნის შვილი ვარ ვიდრე,ტკივილი როგორ გავიადვილო?!.ზეცის სავანე რომ დაიმკვიდრო,უნდა ეწამო და იმარტვილო!...................................................თენდება... მთვარე-სულის მერდინი _თითქოს მზის ახლოს,მზის ჩრდილში მიწვა...გზა მელის გრძელი, რომ განწმენდილიკვლავ დავუბრუნდე მშობლიურ მიწას.ვინ დამიწესა გზა უსამანო,სანამ იქროლებ ფრთებით ოცნების?..ცა ბუჩქს ჰგავს-გაშლილ იასამანის,მიწაზე ვკვდებით, ცაში ვცოცხლდებით!...............................................მზემ გაიტაცა ეს დღეც კაეშნის, _მტოვებს წუთები ცრემლმორეულიდა მიშლიგინებს ცის ლაჟვარდებშიოქროსდეზება ლექსი ველური.